უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსების მიერ გაშვებული ყველა დრონი ჩამოაგდეს

უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსების მიერ გაშვებული ყველა დრონი ჩამოაგდეს

უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსების მიერ გაშვებული ყველა დრონი ჩამოაგდეს.

„2024 წლის 28 თებერვლის ღამეს, მტერმა ოკუპირებული დონეცკის ოლქიდან S-300 საზენიტო მართვადი რაკეტებით და რუსეთის პრიმორსკო-ახტარსკის რეგიონიდან 10 Shahed-ის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატით შეტევა განახორციელა“, - აცხადებს უკრაინის საჰაერო ძალები.

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, თავდაცვისა და საჰაერო ძალების საზენიტო-სარაკეტო ქვედანაყოფებმა და მობილურმა საცეცხლე ჯგუფებმა რუსების მიერ გაშვებული დრონები მიკოლაივისა და ოდესის ოლქებში გაანადგურეს.