რუსეთის შორეულ რეგიონებში საპრეზიდენტო არჩევნების ვადამდელი ხმის მიცემის პროცესი დაიწყო

რუსეთის შორეულ რეგიონებში საპრეზიდენტო არჩევნების ვადამდელი ხმის მიცემის პროცესი დაიწყო

რუსეთის შორეული აღმოსავლეთის ძნელად მისადგომ რაიონებში, საპრეზიდენტო არჩევნების წინ, ვადამდელი ხმის მიცემის პროცესი დაიწყო, - ინფორმაციას TASS-ი რეგიონულ საარჩევნო კომისიებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, შორეული აღმოსავლეთის ფედერალურ რაიონებში ხმის მიცემას დაახლოებით 70 000 ადამიანი შეძლებს.

რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრა 15-დან 17 მარტამდეა დაგეგმილი. ეს იქნება პირველი სამდღიანი საპრეზიდენტო არჩევნები რუსეთის ფედერაციის ისტორიაში.