საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსი

რუსებმა ოდესას დრონებით დაარტყეს, დაზიანდა საავადმყოფო, დაშავდა 5 ადამიანი
-225 წუთის წინ
14.04.2025 / 05:30

რუსულმა ძალებმა უკრაინის ქალაქ ოდესას დრონებით შეუტიეს, დაშავებულია ხუთი ადამიანი, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ოდესის მერის, გენადი

123456789101112131415161718192021
ბიზნესისა და ეკონომიკის სიახლეები
პროფილი
სალომე ზურაბიშვილი
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი
მიხეილ სააკაშვილი
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი
გიორგი გახარია
ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარე
ლევან ხაბეიშვილი
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი
207
პროფილი
ახალი ამბების ტელევიზია
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-:-
Loaded: 0.00%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-:-
 
1x
დღის სხვა სიახლეები
ზაზა ბიბილაშვილი - საქართველოში ყოველთვის რუსები ამხობენ ხელისუფლებას ავტომატებით და ეს პაპუაშვილმა კარგად იცის, უბრალოდ ის არ წერს იმას, რასაც ამბობს, პაპუაშვილს უწერენ და ალაპარაკებენ

საქართველოში ყოველთვის რუსები ამხობენ ხელისუფლებას ავტომატებით და ეს პაპუაშვილმა კარგად იცის, უბრალოდ პაპუაშვილი არ წერს იმას, რასაც ამბობს, პაპუაშვილს უწერენ და ალაპარაკებენ, - ამის შესახებ „ჭავჭავაძის ცენტრის“ ხელმძღვანელმა, ზაზა ბიბილაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც „ქართული ოცნების“ „პრორუსულობის“ შესახებ გაკეთებულ შეფასებებზე პარლამენტის თავმჯდომარის საპასუხო განცხადებას გამოეხმაურა. საუბარია შემდეგ განცხადებაზე, რომელიც შალვა პაპუაშვილმა პარლამენტში წლიური ანგარიშით გამოსვლისას, გუშინ გააკეთა: „რა თანამშრომლობის იმედი უნდა გქონდეთ?! ხელში უნდა გეჭიროთ ავტომატი და ამ ხელისუფლებას ამხობდეთ, თუკი მართლა მაგის [„ქართული ოცნების“ პრორუსულობის] გჯერათ!“.

ბიბილაშვილის თქმით, ჩვენი სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი პრობლემა არის ის, რომ დღეს ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირებს წარმოადგენენ ადამიანები, რომლებსაც ხელისუფლებაში მოსვლამდე ძალიან ხშირად ერთი საჯარო განცხადება გაკეთებული არ აქვთ.

„სახელისუფლო ძალის ურთიერთობა ოპოზიციურ სპექტრთან ამ ძალის ხელისუფლებაში მოსვლისთანავე არის ძალიან თანმიმდევრული, ეს არის დევნა, შევიწროება, ყველანაირი არხის გადაკეტვა - ეს იქნება მედია და ფინანსური რესურსი, მათი სტიგმატიზება, კერძოდ, „სისხლიანი ბანერები“, სახლებთან დახვედრები, დევნა ფიზიკური თვალსაზრისით და ამისთვის კონკრეტული ჯგუფების მობილიზება. ამ ყველაფრის ფონზე, როდესაც წელიწადში ერთხელ რომელიმე ხელისუფალი გამოვა და ძალიან აგრესიული სიტყვის ბოლოს თანამშრომლობის ხელს გაუწვდის ოპოზიციას, რა თქმა უნდა, არც დამაჯერებელია და არც გულწრფელია, შესაბამისად, ამაში სერიოზული სიგნალის ამოკითხვა რთულია და არც უნდა ამოვიკითხოთ. ეს უფრო არის გარე თვალისთვის გაკეთებული განცხადება, იმ დამსწრეებისთვის, რომლებიც ისმენდნენ მის {პაპუაშვილის} სიტყვას, საუბარია დიპლომატიურ კორპუსზე, რომ სადღაც რომელიმე გზავნილში, რომელიც საელჩოებიდან დედაქალაქში წავა, უთხრას, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ ოპოზიციას ხელი გაუწოდა და „რა გინდათ, ჩვენ კონსტრუქციულად ვართ განწყობილები იმისთვის, რომ ერთად ვიმუშაოთ 9 ნაბიჯის შესრულებისთვის“, - განაცხადა ბიბილაშვილმა.

გარდა ამისა, ბიბილაშვილის შეფასებით, „რადიკალიზმი ოპოზიციის ნაკლი არ არის, ეს არის ის, რასაც ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან „ქართული ოცნება“ აკეთებს“.

„ოპოზიციას შეიძლება ბევრი რაიმე დავწამოთ - ორგანიზების, თანმიმდევრობის, მესიჯის, იდეოლოგიის თვალსაზრისით და ა.შ., მაგრამ რადიკალიზმი ოპოზიციის ნაკლი არ არის, ეს არის ის, რასაც დღიდან ხელისუფლებაში მოსვლისა „ქართული ოცნება“ აკეთებს. შეგახსენებთ, რომ როდესაც ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში მოდიოდა, მან დეკლარირებულად თქვა, რომ „შუა უნდა გაიკრიბოს“ , ანუ მისი მიზანი იყო რადიკალიზაცია. ყველა არჩევნების წინ ხდება რაღაც ხელოვნური, რაც რადიკალიზაციას იწვევს“, - აღნიშნა ბიბილაშვილმა.

მისივე თქმით, გუშინ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლის დროს ტოლობის ნიშანი დასვა ქვეყნის მეგობრებსა (ამერიკას, ნატო-ს, ევროკავშირსა) და რუსეთს შორის.

„ეს არჩევნები არ იქნება უბრალო არჩევნები, ეს არის არა არჩევნები პარტიებს შორის, ეს არის რუსეთ-საქართველოს არჩევნები. ძალიან ცხადად არის წარმოდგენილი, რომ ერთ მხარეს დგას რუსული ინტერესები, ძალა, რომელიც ფუთავს ამას ვითომ პრაგმატულ პოლიტიკად - ვითომ სიფრთხილე და ა.შ., მაგრამ რეალურად აწარმოებს რუსულ ინტერესებს და ამაში თანმიმდევრულია, ხოლო მეორე მხარეს არის ხშირად ფრაგმენტირებული, არათანმიმდევრული, მაგრამ ჩვენი ქართული ეროვნული ინტერესები. გუშინ პარლამენტის თავმჯდომარემ ტოლობის ნიშანი დასვა ჩვენს მეგობრებსა (ამერიკას, ნატო-ს, ევროკავშირსა) და რუსეთს შორის. ამას არცერთი საღად მოაზროვნე ადამიანი არ და ვერ გააკეთებს. მანამდე კალაძემაც თქვა, რომ „ვერც რუსეთი ჩაერევა არჩევნებშიო და ვერც დასავლეთიო“, მერე მან თქვა, რომ „ქართულ პოლიტიკაში არც რუსული ფული უნდა იყოს, არც შვედური და არც ამერიკულიო“. რუსეთი არის ოკუპანტი, რუსეთი აპრიორი ცუდია და მიუღებელია. სახელმწიფოს, რომელიც ჩვენი არსებობის განმავლობაში მუდამ გვმტრობდა, აქ შეუძლებელია კარგი მიზნები ჰქონდეს. ევროკავშირიდან საქართველოში შემოდის ფული, მაგალითად: სასამართლოს რეფორმისთვის, დემოკრატიის გაღრმავებისთვის. ამაში ცუდია რამე? აქ შეიძლება ტოლობის ნიშანი დაისვას? ამას ვინ აკეთებს? - ამას აკეთებს მხოლოდ ის ადამიანი, რომელსაც უნდა ტოლობის ნიშანი დასვას და რომელსაც უნდა, რომ ბუნდოვანი გახადოს სურათი“, - აღნიშნა ბიბილაშვილმა.

ასევე, ბიბილაშვილის შეფასებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე არის ადამიანი, რომელიც „ბოლო წლების განმავლობაში არის „ქართული ოცნების“ ანტიდასავლური პროპაგანდის და რიტორიკის მთავარი რუპორი“.

მარინა ჩიტაშვილი - ვერ ვხედავ ისეთ პოლიტიკურ აქტივობას, რომ ჩემს ქვეყანაში ავტორიტარიზმი არ გაფორმდეს
ლევან ლორთქიფანიძე - „ქართული ოცნების“ განზრახვაა, 21-ე საუკუნეში ანდროპოვისა და ჩერნენკოს დროინდელი წესრიგის, სახელმწიფო აპარატისა და უშიშროების მარწუხებში მოქცეული, კორუფციაში ჩამხრჩვალი ავტორიტარიზმის განმტკიცება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.04.2025
თიბისი კონცეპტის მრავალფეროვანი სააღდგომო შეთავაზებები
ტერაბანკი და „შაინ ენერჯი“ მზის ელექტროსადგურების მშენებლობის მსურველებს მწვანე სესხს სთავაზობენ
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა: აშშ-ის ტარიფები: ლარის კურსზე უფრო ნეიტრალური, ხოლო ზრდაზე ზომიერად უარყოფითი
Cashback-ის და Visa-ს სააღდგომო აქცია ლიბერთის მომხმარებლებისთვის
„თბილისის ბრიტანული საერთაშორისო სკოლის“ დამფუძნებელი ნათია ჯანაშია სკოლის თანამშრომლებს ღია წერილით მიმართავს
ბათუმში უძრავ ქონებაში ინვესტიცია: რა ქმნის რეალურ შემოსავალს?
trivo - ციფრული გადაწყვეტა საგადასახადო რისკების უკეთესად მართვისთვის
PSP ფარმას GDP სტანდარტთან შესაბამისობის სერტიფიკატი მეორედ მიენიჭა
„ომეგა ჯგუფი“ განცხადებას ავრცელებს
მსოფლიოში ცნობილ მეცნიერსა და მკვლევარს პოლ გიბსს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ემერიტუსი პროფესორის წოდება მიენიჭა