სირიის სახელმწიფო მედია - ისრაელის თავდასხმის შედეგად დამასკოში 2 ადამიანი დაიღუპა

სირიის სახელმწიფო მედია - ისრაელის თავდასხმის შედეგად დამასკოში 2 ადამიანი დაიღუპა

ისრაელის თავდასხმის შედეგად დამასკოში 2 ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ ინფორმაციას სირიის სახელმწიფო მედია ავრცელებს.

„ისრაელის სარაკეტო დარტყმების სამიზნე დედაქალაქ დამასკოს კაფრ სუსას საცხოვრებელი უბანი იყო“, - აცხადებს სირიის სახელმწიფო ტელევიზია.

ადგილობრივი მედიის ცნობით, სარაკეტო დარტყმა ირანული სკოლის მახლობლად მდებარე საცხოვრებელ კორპუსზე განხორციელდა.