ოლივერ ვარჰეი - ჩვენ ვაქცევთ საქართველოს ჭეშმარიტ ევროპულ ქვეყნად

ოლივერ ვარჰეი - ჩვენ ვაქცევთ საქართველოს ჭეშმარიტ ევროპულ ქვეყნად

საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-8 სხდომას ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება.

როგორც მან აღნიშნა, საქართველო ჭეშმარიტ ევროპულ ქვეყნად იქცევა.

„შევთანხმდით ჩვენი მუშაობის დაჩქარებაზე: პროგრესი ევროკავშირის გზაზე და 9 ნაბიჯის განხორციელება, ადრეული ინტეგრაციის სფეროების განხორციელება (მაგ. როუმინგი და SEPA).

ჩვენ ვაქცევთ საქართველოს ჭეშმარიტად ევროპულ ქვეყნად“, - აღნიშნავს ოლივერ ვარჰეი.