რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთზე თავდასხმა 33 უკრაინული დრონით განხორციელდა

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ რუსეთზე თავდასხმა 33 უკრაინული დრონით განხორციელდა.
„დღეს ღამით, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არსებულ სამიზნეებზე 33 უპილოტო საფრენი აპარატის გამოყენებით კიევის რეჟიმის ტერორისტული თავდასხმის მცდელობის შეჩერება მოხდა“, - ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საჰაერო თავდაცვის სისტემებმა დრონები შემდეგი ოლქების ტერიტორიებზე გაანადგურეს: ბელგოროდი - 4 უპილოტო საფრენი აპარატი, ვორონეჟი - 4, კურსკი - 1, ბრიანსკი - 18, კალუგა - 6.

























