საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსი

12345678910111213141516171819202122
1234567
ბიზნესისა და ეკონომიკის სიახლეები
პროფილი
თინათინ ბოკუჩავა
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე
ირაკლი კობახიძე
საქართველოს პრემიერ-მინისტრი
ირაკლი ქარსელაძე
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი
ლევან მგალობლიშვილი
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე
207
პროფილი
ახალი ამბების ტელევიზია
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-:-
Loaded: 0.00%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-:-
 
1x
დღის სხვა სიახლეები
დიმიტრი მედვედევი - ალექსანდრ სირსკის ბიოგრაფია სიძულვილის გრძნობას იწვევს - ზიზღის განცდა მაქვს იმ ადამიანის მიმართ, რომელიც საბჭოთა რუსი ოფიცერი იყო და მოღალატე გახდა

უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მთავარსარდლის, ალექსანდრე სირსკის ბიოგრაფია სიძულვილისა და ზიზღის გრძნობას იწვევს - ის საბჭოთა, რუსი ოფიცერი იყო და ახლა ნაცისტებს ემსახურება, - ამის შესახებ რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა.

„უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მთავარსარდლის, სირსკის ბიოგრაფიის გადახედვისას, სიძულვილისა და ზიზღის გრძნობა გეუფლება“, - წერს მედვედევი „ტელეგრამის“ არხზე.

გარდა ამისა, მისი თქმით, სიძულვილს გრძნობს ყველას მიმართ, ვინც მონაწილეობდა საბჭოთა კავშირის დაშლაში, რის შედეგადაც „გაქრა უზარმაზარი ქვეყანა, რომელიც დააბალანსებდა მსოფლიო წესრიგს“.

რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ ასევე აღნიშნა, რომ ზიზღს განიცდის დასავლეთის ქვეყნების მიმართ, „რომლებიც მანიაკალურად, გაშმაგებით და ყველა შესაძლო საშუალებით უბიძგებდნენ რუსეთისა და უკრაინის ხალხებს (უფრო სწორად, გაერთიანებულ რუს ხალხს) ახალი სამოქალაქო ომისკენ“.

„მაქვს ზიზღის განცდა იმ ადამიანის მიმართ, რომელიც იყო საბჭოთა რუსი ოფიცერი, მაგრამ გახდა ბანდერელი მოღალატე, რომელმაც დაარღვია თავისი ფიცი და ემსახურება ნაცისტებს, ანადგურებს რა ახლობელ ადამიანებს. დაე, ფეხქვეშ მიწა დაეწვას!“ - აღნიშნა მედვედევმა.

შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვალერი ზალუჟნი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და ახალ მთავარსარდლად ალექსანდრ სირსკი დაინიშნა.

ლევან ალაფიშვილი - ცესკო-ს თავმჯდომარემ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც არჩევნებზე დაკვირვება, უბრალოდ შეუძლებელია
ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ ტრამპის ეს ეკონომიკური პოლიტიკა დიდხანს გაგრძელდა, ძალიან მწვავე მსოფლიო ეკონომიკური კრიზისისკენ გავექანებით -  ძალიან მალე, თუნდაც თვითგადარჩენის ინსტინქტიდან გამომდინარე, მმართველ პარტიას პოლიტიკის ძირფესვიანი გადახედვა მოუწევს
ქართული პრესის მიმოხილვა 07.04.2025
თელავში „სმარტის“ 45-ე სუპერმარკეტი გაიხსნა