ბენიამინ ნეთანიაჰუ - მძევლების გათავისუფლების შესახებ „ჰამასს“ კონკრეტული წინადადება არ შემოუთავაზებია

ბენიამინ ნეთანიაჰუ - მძევლების გათავისუფლების შესახებ „ჰამასს“ კონკრეტული წინადადება არ შემოუთავაზებია

მძევლების გათავისუფლების შესახებ „ჰამასს“ კონკრეტული წინადადება არ შემოუთავაზებია. ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ „ჰამასის“ მიერ დაკავებული მძევლების ოჯახის წევრებთან შეხვედრისას განაცხადა.

„მიუხედავად იმისა, თუ რას ამბობს ხალხი, „ჰამასის“ რეალური შემოთავაზება არ არსებობს. ეს არ არის სიმართლე“, - განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ისრაელმა „ჰამასს“ საკუთარი ინიციატივა შესთავაზა, მაგრამ მას დეტალები აღარ დაუსახელებია.

ცნობისთვის, დღეს, ღაზაში დაკავებული მძევლების ნათესავები ისრაელის პარლამენტში შეიჭრნენ და მოითხოვეს, რომ მთავრობამ მძევლების გასათავისუფლებლად მეტი გააკეთოს.