საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსი

ვოლოდიმირ ზელენსკი - უკვე 34 დღეა რუსეთი ცეცხლის შეწყვეტაზე უარს ღიად ამბობს - თუ რუსეთზე საკმარისად ძლიერი ზეწოლა არ იქნება, ისინი ომს გააგრძელებენ
14.04.2025 / 23:20
14.04.2025 / 23:20

უკვე 34 დღეა რუსეთი ცეცხლის შეწყვეტაზე უარს ღიად ამბობს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ

1234567891011121314151617181920212223
1234567
ბიზნესისა და ეკონომიკის სიახლეები
პროფილი
მამუკა მდინარაძე
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი
ნიკა მელია
კოალიცია "ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი
ეკა ბესელია
„მართლმსაჯულების სახლის“ ხელმძღვანელი
გიორგი გახარია
ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარე
207
პროფილი
ახალი ამბების ტელევიზია
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration 0:00
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time 0:00
 
1x
დღის სხვა სიახლეები
„გალტ & თაგარტი“ მიმდინარე ეკონომიკურ ტენდენციებს აფასებს

„საქართველოს ბანკის“ ცნობით, „გალტ & თაგარტი“ მიმდინარე ეკონომიკურ ტენდენციებს აფასებს.

მათი ცნობით, „გალტ & თაგარტის “ პროგნოზით, მიმდინარე წლის ბოლომდე და მომავალ წელს ლარი დოლარის მიმართ საშუალოდ 2.7-ის ფარგლებშია მოსალოდნელი. რაც შეეხება ინფლაციას, ნათვამია, რომ ოქტომბერში ნავთობპროდუქტების ფასები გაიზარდა, თუმცა ამავდროულად, შემცირდა სურსათის და უალკოჰოლო სასმელების ფასები და შედეგად, ინფლაციის საერთო დონე უცვლელი დარჩა.

„ეკონომიკური ზრდა: 2023 წლის ოქტომბერში საქართველოს ეკონომიკური ზრდა 6.2%-მდე დაჩქარდა, წინა 3 თვის შენელებული ზრდის შემდეგ, რაც ჩვენს მოლოდინთან თანხვედრაშია. ჯამურად, 2023 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოს ეკონომიკა 6.9%-ით გაიზარდა, რაც ასევე თანხვედრაშია ჩვენს 2023 წლის ეკონომიკური ზრდის 6.8%-იან პროგნოზთან. რაც შეეხება 2024 წელს, ჩვენი პროგნოზით რეალური მშპ-ის ზრდა 5.0%-ის ფარგლებშია მოსალოდნელი.

ინფლაცია: წლიური ინფლაცია დაბალ 0.8%-იან დონეზე შენარჩუნდა ოქტომბერში. აღსანიშნავია, რომ ოქტომბერში ნავთობპროდუქტების ფასები გაიზარდა, თუმცა ამავდროულად, შემცირდა სურსათის და უალკოჰოლო სასმელების ფასები და შედეგად, ინფლაციის საერთო დონე უცვლელი დარჩა. ამასთან, ოქტომბერში კვლავ გაგრძელდა ადგილობრივად წარმოებული პროდუქციის ფასების ზრდის ტემპის შენელება სექტემბერში დაფიქსირებული 5.3%-დან 4.5%-მდე.

მონეტარული პოლიტიკა: 2023 წლის 29 ნოემბერს გაიმართა მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის რიგგარეშე სხდომა და მიღებული გადაწყვეტილებით უცხოური ვალუტის მოკლევადიან ვალდებულებებზე სარეზერვო ნორმის ზედა ზღვარი 25%-დან 20%-მდე შემცირდა. ეროვნული ბანკის მიხედვით, აღნიშნული ცვლილებით, ადგილობრივ ბაზარს უცხოურ ვალუტაში დამატებითი ლიკვიდობა მიეწოდება, რაც ეკონომიკაზე გლობალურად გამკაცრებული ფინანსური პირობების გავლენას გარკვეულწილად შეამსუბუქებს. ჩვენი შეფასებით, ეს გადაწყვეტილება ლარის მხარდამჭერია. ამასთან, რეფინანსირების განაკვეთის ტრაექტორიაზე ვინარჩუნებთ ჩვენს წინა პროგნოზს და დეკემბრის ბოლო სხდომაზე ველოდებით სებ-ი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს 25 საბაზისო პუნქტით 9.75%-მდე, ხოლო დამატებით 100 საბაზისო პუნქტით 8.75%-მდე შეამცირებს 2024 წლის ბოლოს.

ლარის გაცვლითი კურსი: 2023 წლის ნოემბრის განმავლობაში ლარმა სტაბილურობა შეინარჩუნა. ჩვენი პროგნოზით, მიმდინარე წლის ბოლომდე და მომავალ წელს ლარი დოლარის მიმართ საშუალოდ 2.7-ის ფარგლებშია მოსალოდნელი. რაც შეეხება ლარი/ევროს წყვილს, 2024 წელს საშუალოდ 3.0-ის ფარგლებში ვპროგნოზირებთ. ამასთან, საქართველოს ეროვნული ბანკის წმინდა სავალუტო შესყიდვამ 2023 წლის იანვარ-ოქტომბერში 1.3 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ყველა ძირითადი ეკონომიკური და ფინანსური პარამეტრის ფაქტიური და საპროგნოზო მაჩვენებელი 2012-დან 2024 წლის ჩათვლით იხილეთ აქ.

ემილ ავდალიანი - აშშ-ის მხრიდან რუსეთთან პირდაპირი მოლაპარაკებების წამოწყება სხვა არაფერია თუ არა ყოფილ საბჭოთა სახელმწიფოებზე მოსკოვის გავლენის სფეროების აღიარება
ქართული პრესის მიმოხილვა 14.04.2025
„ომეგა ჯგუფი“ განცხადებას ავრცელებს
მსოფლიოში ცნობილ მეცნიერსა და მკვლევარს პოლ გიბსს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ემერიტუსი პროფესორის წოდება მიენიჭა