„რკინის გუმბათმა“ „ჰამასის“ მიერ ისრაელის ცენტრალური ნაწილისკენ გაშვებული რაკეტები გაანადგურა

„რკინის გუმბათმა“ „ჰამასის“ მიერ ისრაელის ცენტრალური ნაწილისკენ გაშვებული რაკეტები გაანადგურა

„რკინის გუმბათმა“ რამდენიმე რაკეტა გაანადგურა, რომელიც „ჰამასმა“ ისრაელის ცენტრალური ნაწილისკენ გაუშვა.

ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

„ჰამასის“ ერთ-ერთი სამხედრო ნაწილის განცხადებით, მათი სარაკეტო თავდასხმის სამიზნე თელ-ავივი იყო. ეს პირველი სარაკეტო თავდასხმაა, რომელიც „ჰამასმა“ ისრაელზე ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გაუქმების შემდეგ განახორციელა.