45 წლამდე კაცი, რომელსაც ხობში ეძებდნენ, პოლიციამ იპოვა

45 წლამდე კაცი, რომელსაც ხობში ეძებდნენ, პოლიციამ იპოვა

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ ხორგში დაკარგული 45 წლამდე მამაკაცი პოლიციამ იპოვა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ადგილობრივმა განუცხადა, ის უვნებელია.

ცნობისთვის, 45 წლის მამაკაცი 10 ნოემბერს გაუჩინარდა. მას ოჯახის წევრები სამართალდამცავებთან ერთად რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ.