ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითი ემსხვერპლა

ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითი ემსხვერპლა

ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე ავტომობილი ქვეითს დაეჯახა.

სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე მისულ ჯგუფს ქალი უკვე გარდაცვლილი დახვდა.

ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები.