ბორჯომის მერიამ საშეშე მერქნის შესაძენად 113 400 ლარის დაფინანსება გასცა

ბორჯომის მერიამ საშეშე მერქნის შესაძენად 113 400 ლარის დაფინანსება გასცა

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამ, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ 567 ოჯახს, რომლის სარეიტინგო ქულა 70 000-ს არ აღემატება, საშეშე მერქნის შესაძენად 200 ლარი ჩაურიცხა.

ამის შესახებ ინფორმაციას ბორჯომის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ბორჯომის მუნიციპალიტეტში 25-მდე სოციალური პროგრამა ხორციელდება. პროგრამის მთავარი მიზანია ადგილობრივი მოსახლეობის, ასევე სოციალურად დაუცველ ბენეფიციართა მდგომარეობის გაუმჯობესება და მათი მხარდაჭერა.