ყაზახეთში შახტაში მომხდარ აფეთქებას სულ მცირე 21 ადამიანი ემსხვერპლა

ყაზახეთში შახტაში მომხდარ აფეთქებას სულ მცირე 21 ადამიანი ემსხვერპლა

ყაზახეთში, კოსტენკოს შახტაში აფეთქება მოხდა. შემთხვევის შედეგად სულ მცირე 21 ადამიანი დაიღუპა, 23-ს კი ამ დრომდე ეძებენ.

ადგილობრივი მედიის ცნობით, აფეთქების მომენტში შახტაში მყოფი 252 თანამშრომლიდან მიწის ზედაპირზე უკვე ამოყვანილია 208 ადამიანი, 18 მათგანს სამედიცინო დახმარება დასჭირდა.

მომხდარის გამო ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა კომპანია ArcelorMittal Temirtau-სთან, რომელიც მაღაროში სამუშაოებს ატარებდა, თანამშრომლობის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო.