ხიდისთავიდან უფლისციხემდე ახალი გარეგანათების სისტემა მოეწყო

ხიდისთავიდან უფლისციხემდე ახალი გარეგანათების სისტემა მოეწყო

გორის მუნიციპალიტეტში ხიდისთავიდან უფლისციხემდე ახალი გარეგანათების სისტემა მოეწყო.

ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, 6 000 მეტრ მონაკვეთზე, რომელიც საავტომობილო გზას მიუყვება, დამონტაჟდა 150-მდე განათების ბოძი და ენერგოეფექტური სანათი.

„სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან 300 300 ლარით დაფინანსდა. პროექტი მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით განხორციელდა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.