გორის მერია - გორის მუნიციპალიტეტში 2023 წელს ათეულობით დასასვენებელი და გასართობის სივრცეების მოწყობა-რეაბილიტაცია დაიგეგმა

გორის მერია - გორის მუნიციპალიტეტში 2023 წელს ათეულობით დასასვენებელი და გასართობის სივრცეების მოწყობა-რეაბილიტაცია დაიგეგმა

გორის მუნიციპალიტეტში 2023 წელს ათეულობით დასასვენებელი და გასართობის სივრცეების მოწყობა-რეაბილიტაცია დაიგეგმა. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროექტების ნაწილი დასრულებულია, ნაწილი მიმდინარეობს.

„სკვერების მოწყობა დაიგეგმა სამებისა და პეტრიაშვილების ქუჩების მიმდებარედ, ბარნოვის ქუჩის მიმდებარედ, სტალინის გამზირის #5-ის მიმდებარედ, მუმლანთკარში, ციცაგიაანთკარში, დიცში, ზემო სობისში, ქვემო სობისსა და ხიდისთავში.

არსებული სკვერების რეაბილიტაცია ხორციელდება სამადაშვილისა და კეცხოველის ქუჩების მიმდებარედ, ცხინვალის გზატკეცილი #41 - ის მიმდებარედ, ფლავისმანში, აძვში, ქვეში, ვარიანში, ზერტში, ფაბრიკში, ბეთლემში, დიდი გორიჯვარში, ტინისხიდში, თედოწმინდაში, ერგნეთსა და შერთულში.

ატრაქციონების მონტაჟდება ფლავისმანში, ციცაგიაანთკარში, ბეთლემში, ხიდისთავში, სათბურის დასახლებაში, ვარიანის მეურნეობაში, ზეღდულეთში, ქვემო შავშვებსა და ნადარბაზევში.

სამუშაოების ნაწილი ადგილობრივი ბიუჯეტიდან, ნაწილი კი პროგრამების - „სოფლის მხარდაჭერისა“ და „სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში ფინანსდება.

თითოეული პროექტი ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით ხორციელდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.