ბათუმის მერია - ქალაქში სტაბილური მდგომარეობაა, ინტენსიურად იწმინდება ზღვაში გამსვლელი არხები, სანიაღვრეები და ცხაურები

ბათუმის მერია - ქალაქში სტაბილური მდგომარეობაა, ინტენსიურად იწმინდება ზღვაში გამსვლელი არხები, სანიაღვრეები და ცხაურები

ბათუმში სტაბილური მდგომარეობაა. ინტენსიურად ხორციელდება ზღვაში გამსვლელი არხების გაწმენდითი სამუშაოები, ასევე იწმინდება სანიაღვრე არხები და ცხაურები, - ამის შესახებ ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ქალაქთან შემოერთებულ რამდენიმე ლოკაციაზე მიწის მასა მსუბუქად ჩამოიშალა.

„ამ დროისთვის ქალაქში სტაბილური მდგომარეობაა. მერიის შესაბამისი სამსახურები განაგრძობენ უწყვეტ რეჟიმში მუშაობას“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.