სოფელ გუდანთან ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია

სოფელ გუდანთან ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია

სოფელ გუდანთან ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 59-ე კმ-ზე, სოფელ გუდანთან, კლდის მასა ჩამოიშალა, რის გამოც ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია.