ფოთში, სასწრაფო დახმარების მანქანისა და ტრაილერის შეჯახების შედეგად, სამი ადამიანი დაშავდა

ფოთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რამდენიმე პირი დაშავდა.
თვითმხილველის ინფორმაციით, ერთმანეთს ტრაილერი და სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა შეეჯახა, რომელსაც პაციენტი გადაჰყავდა.
დაშავებულია სამი ადამიანი - სასწრაფო დახმარების ავტომობილის მძღოლი, ექიმი და პაციენტი. ისინი კლინიკაში გადაიყვანეს. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.

























