ბათუმში, მამაკაცი ავტობუსის მგზავრებსა და მძღოლს დაუპირისპირდა - არსებული ინფორმაციით, ის გასროლით იმუქრებოდა

ბათუმში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი მგზავრებსა და მძღოლს დაუპირისპირდა.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცს ე.წ. სტარტოვკა ჰქონდა, რისი გასროლითაც იმუქრებოდა.
ადგილზე პოლიცია გამოიძახეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მამაკაცი პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი.
მომხადართან დაკავშირებით გამოძიება 151-ე მუხლით დაიწყო, რაც მუქარას გულისხმობს.

























