ბახმაროს საცხენოსნო დოღის მთავარი პრიზიორი ზუგდიდელი საბა თელია გახდა

ბახმაროს საცხენოსნო დოღის მთავარი პრიზიორი ზუგდიდელი საბა თელია გახდა

კურორტ ბახმაროში ტრადიციული დოღი გაიმართა. „ბახმაროს დიდი თასი 2023"-ის მთავარი პრიზიორი ზუგდიდის საცხენოსნო კლუბ „ხარებას" წევრი საბა თელია გახდა.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, გამარჯვებულები სამ გარბენში გამოვლინდნენ.

„დოღში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეეძლო, საპრიზო ფონდი კი 7 000 ლარს შეადგენდა.

ბახმაროში დოღი ყოველ 19 აგვისტოს, ფერისცვალების დღესასწაულზე იმართება,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.