ბორჯომის მუნიციპალიტეტში, მტკვარში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ბორჯომის მუნიციპალიტეტში, მტკვარში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჭობისხევის მიმდებარედ, მდინარე მტკვარში 56 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.