კასპში, ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა, არიან დაშავებულებიც

კასპში, ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა, არიან დაშავებულებიც

კასპში, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ,,მიცუბიშის“ მარკის ჯიპი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა.

,,ინტერპრესნიუსის“ წყაროს ცნობით, შემთხვევის შედეგად ერთი ახალგაზრდა გარდაიცვალა, რამდენიმე კი დაშავდა.

არსებული ინფორმაციით, ავტომანქანა, რომლითაც 9 პირი გადაადგილდებოდა, კავთისხევის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე სოფელ გუდალეთიდან ბრუნდებოდა.

თვითმხილველთა ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები, სასწრაფო დახმარების ჯგუფი და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა სამსახურის კასპის განყოფილების მეხანძრე-მაშველები იმყოფებოდნენ.