შსს-ს ინფორმაციით, სტიქიის ზონიდან 40-მდე მოქალაქე გამოიყვანეს

შსს-ს ინფორმაციით,  სტიქიის ზონიდან 40-მდე მოქალაქე გამოიყვანეს

შსს-ს ინფორმაციით, რაჭაში, სტიქიის ზონიდან უკვე 40-მდე მოქალაქე გამოიყვანეს.

უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, ადგილზე მიმდინარეობს აქტიური სამაშველო ღონისძიება.

საევაკუაციო სამუშაოებში ჩართულია შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სამაშველო ვერტმფრენი.

რაჭაში, შოვში მეწყერი რამდენიმე საათის წინ ჩამოწვა.