ზუგდიდის მერია სტიპენდიაზე განცხადებების მიღებას იწყებს

ზუგდიდის მერია სტიპენდიაზე განცხადებების მიღებას იწყებს

ზუგდიდის მერია სტიპენდიაზე განცხადებების მიღებას იწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, მერის სტიპენდია ვრცელდება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ (ადგილობრივი/დევნილი) ახალგაზრდებზე (აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებზე), რომლებიც სწავლობენ საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი სასწავლებლების საბაკალავრო/სამაგისტრო/სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამებზე;

მერის სტიპენდიის მოსაპოვებლად განცხადებების მიღება 15 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.