გლდანში ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა

გლდანში ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა

თბილისში, გლდანში მომხდარ ავტოავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, სამი კი დაშავდა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილი ქვეითად მოსიარულე ქალს დაეჯახა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა, კიდევ სამი ქალი კი დაშავდა.

მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.