ხაშურში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა

ხაშურში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა

ხაშურში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად დაშავებულებმა მსუბუქი დაზიანებები მიიღეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.