ძლიერი წვიმის შედეგად ქუთაისის აეროპორტში ჭერის ნაწილი დაზიანდა

ძლიერმა წვიმამ ქუთაისის აეროპორტში პრობლემები შექმნა. დაიტბორა აეროპორტი და წვიმის შედეგად ჭერის ნაწილი დაზიანდა.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
უამინდობის გამო გადაიდო ფრენები, მათ შორის ქუთაისი-მოსკოვის რეისი.

























