ხობის მერია - ხობის მერმა მოლდოვაში გამართულ ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულ და პრიზიორ მკლავჭიდელებს და მათ მწვრთნელს წარმატებით ასპარეზობა მიულოცა

ხობის მერია - ხობის მერმა მოლდოვაში გამართულ ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულ და პრიზიორ მკლავჭიდელებს და მათ მწვრთნელს წარმატებით ასპარეზობა მიულოცა

ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია და მერის მოადგილე დავით ბერაია მოლდოვაში გამართული ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულ და პრიზიორ ხობელ მკლავჭიდელებს და მათ მწვრთნელს შეხვდნენ და პირველობაზე წარმატებით ასპარეზობა მიულოცეს. ინფორმაციას ხობის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, მოლდოვის დედაქალაქ კიშინიოვში გამართულ პირველობაზე ხობელმა მკლავჭიდელებმა სხვადასხვა სინჯის 7 მედალი (4 ოქრო, 2 ვერცხლი და 1 ბრინჯაო) მოიპოვეს.

წარმატებულ მკლავჭიდელებს ხობის მუნიციპალიტეტში სპორტის ხელშეწყობისა და განვითარების მუნიციპალური პროგრამით გათვალისწინებული ფულადი ჯილდო გადაეცემათ.