„საქართველოს ფოსტის“ თანამშრომლები სისხლის უანგარო დონაციის აქციაში ჩაერთნენ

„საქართველოს ფოსტის“ თანამშრომლები სისხლის უანგარო დონაციის აქციაში ჩაერთნენ. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ფოსტა“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, 15 ივნისს, სისხლის დონორთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის ინსტიტუტის სისხლის ბანკში სისხლის მარაგების შევსების მიზნით გაიმართა უანგარო დონორთა აქცია - ,,თქვენ დღეს სიცოცხლე გადაარჩინეთ".
ინფორმაციის თანახმად, დონაციის აქციის დროს გაღებული სისხლით საქართველოს სხვადასხვა სამკურნალო დაწესებულებების უსაფრთხო სისხლით უზრუნველყოფა მოხდება.

























