„მილდიანის“ ღვინოებმა „ვაინექსპოს“ კონკურსზე წარმატება მოიპოვეს

„მილდიანის“ ღვინოებმა „ვაინექსპოს“ კონკურსზე წარმატება მოიპოვეს

2-4 ივნისს ექსპოჯორჯიას საგამოფენო სივრცეში, WINEXPO 2023-ის ფარგლებში გაიმართა ღვინის მე-13 საერთაშორისო კონკურსი, სადაც ჟიურის წევრები მოწვეულნი იყვნენ დიდი ბრიტანეთიდან, საფრანგეთიდან, ამერიკიდან, ავსტრალიიდან, სამხრეთ კორეიდან, იტალიიდან და ა.შ. კონკურსზე წარდგენილი 300-მდე ღვინის ნიმუშიდან სულ 9 ოქროს მედალი და 3 ტროფი გაიცა.

საოჯახო მეღვინეობა „მილდიანს“ 8 ღვინო ჰქონდა წარდგენილი და რვავე მათგანი მედლებით დაჯილდოვდა. მათ შორის სამ ღვინოს ოქრო, ხოლო ორ ღვინოს უმაღლესი ჯილდო - ტროფი გადაეცა.

გაგაცნობთ საოჯახო მეღვინეობა „მილდიანის“ გამარჯვებულ ღვინოებს:

ოქრო და ტროფი - „ხიხვი ქვევრი 2018“

ოქრო და ტროფი - „საფერავი რეზერვი 2013“

ოქრო - „ქისი ქვევრი 2015“

ვერცხლი - „მუკუზანი რეზერვი 2018“

ვერცხლი - „რქაწითელი ქვევრი რეზერვი 2018“

ვერცხლი - „წინანდალი რეზერვი 2018“

ბრინჯაო - „ხაშმის საფერავი პრემიუმი 2019“

ბრინჯაო - „ტვიში პრემიუმი 2021“

საოჯახო მეღვინეობა „მილდიანი“ 1991 წელს დაარსდა. მის სათავეში დღემდე ერთი ოჯახი დგას და მეღვინეობაც სწორედ მათი გვარის - მილდიანის სახელს ატარებს.

მეღვინეობა და საწარმო კახეთში, სოფელ წინანდალში მდებარეობს. აქ ღვინით დაინტერესებული ტურისტების მიღება, ღვინის დაგემოვნება, მეღვინეობის დათვალიერება და პროდუქციის შეძენაც არის შესაძლებელი.

თბილისში ჯერჯერობით მხოლოდ ონლაინ მაღაზია (www.mildiani.ge ) ფუნქციონირებს, თუმცა ძალიან მალე საფირმო მაღაზიის გახსნასაც ვგეგმავთ, სადაც წარმოდგენილი იქნება ჩვენი პროდუქციის მრავალფეროვანი (100-მდე დასახელების) ასორტიმენტი.

(R)