გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 14 ივნისს, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ აბონენტებს სოფელ გლდანში, ავჭალის მასივში, ავჭალა-2-ის დასახლებაში.
ასევე, 15:00 საათიდან 18:00 საათამდე დენი გაითიშება დუშეთის რაიონის სოფლებში ჟინვალი, ჩინთი, ბიჩნიგაურები, ქვემო არანისი, ჩიხაანი, იორი, უნდილაანთკარი.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

























