გელათის სამონასტრო კომპლექსში, მდგომარეობის შესწავლის მიზნით, უცხოელი ექსპერტები იმყოფებიან

გელათის სამონასტრო კომპლექსში, მდგომარეობის შესწავლის მიზნით, უცხოელი ექსპერტები იმყოფებიან

გელათის სამონასტრო კომპლექსში არსებულ მდგომარეობის შესწავლა გრძელდება. დღეს სამონასტრო კომპლექსში სპეციალური კომისიის წევრები გერმანიის არქეოლოგიის ინსტიტუტის წარმომადგენლებთან, მიუნხენის უნივერსიტეტის პროფესორთან და სხვა სპეციალისტებთან ერთად ჩავიდნენ.

გელათის დროებითი კომიტეტის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელის დავით ლორთქიფანიძის ინფორმაციით, დღეს გეოფიზიკური კვლევა ჩატარდება.

პროცესი გაგრძელდება და მოხდება ტაძრის საერთო გადახურვის ქვეშ მოქცევა და არქეოლოგიური სკანირება.