თბილისში, „კაზინო აჭარაში“ საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, სავარაუდოდ, კომპიუტერული ტექნიკა ამოიღეს

თბილისში,  „კაზინო აჭარაში“ საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, სავარაუდოდ, კომპიუტერული ტექნიკა ამოიღეს

თბილისში, „კაზინო აჭარაში“, სადაც საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, კომპიუტერული ტექნიკა და სალარო აპარატი ამოიღეს.

შენობას ამჟამად დაცვის სამსახური აკონტროლებს, რომელიც კაზინოში უცხო პირებს არ უშვებს.

შენობის შიგნით ჩანს ტომრები, რომელიც, სავარაუდოდ, გამოძიებას უკავშირდება.

"ინტერპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაუდასტურეს, რომ ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, თუმცა სხვა დეტალებზე ამ დროისთვის არ საუბრობენ.