ჰიპერტენზიის შესახებ ცნობიერების ამაღლების გლობალურ კამპანიას კომპანია „სერვიე“ წელს უკვე მეხუთედ შეუერთდა

ჰიპერტენზიის შესახებ ცნობიერების ამაღლების გლობალურ კამპანიას კომპანია „სერვიე“ წელს უკვე მეხუთედ შეუერთდა

ფრანგული ფარმაცევტული კომპანია „სერვიე“ ჰიპერტენზიის შესახებ ცნობიერების ამაღლების გლობალურ კამპანიას “გაიზომე წნევა - #ამასშენთვისგეუბნები“ წელს უკვე მეხუთედ შეუერთდა. ჰიპერტენზიის საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, 2 დღის განმავლობაში მასშტაბური უფასო გასინჯვები მოეწყო. პროექტმა „გაიზომე წნევა - #ამასშენთვისგეუბნები“ წელს საერთო მიზნით 21 კლინიკა და საქართველოს წამყვანი ექიმები ერთ სივრცეში გააერთიანა. წელს, ჰიპერტენზიის სკრინინგით სრულიად უსასყიდლოდ 1200-ზე მეტმა პაციენტმა ისარგებლა.

ყველა დაინტერესებულ პირს, ვინც იყო 40 წლის და მეტის, აწუხებდა არტერიული წნევა ან აინტერესებდა, იყო თუ არა ჰიპერტენზიის რისკ-ჯგუფში, შესაძლებლობა ჰქონდა სრულიად უსასყიდლოდ ჰიპერტენზიის სკრინინგი ჩაეტარებინა, ადგილზე გაევლო კონსულტაცია და საჭიროების შემთხვევაში, გადაეღო კარდიოგრამა.

შეგახსენებთ, რომ მაისი ჰიპერტენზიის შესახებ ცნობიერების ამაღლების თვეა. გლობალური კამპანია, სახელწოდებით, „გაიზომე წნევა - ამას შენთვის გეუბნები“, ფრანგული ფარმაცევტული კომპანია „სერვიეს“ ინივიატივით ჰიპერტენზიის საერთაშორისო ასოციაციასთან Global Heart Hub ერთად უკვე მეხუთე წელია მსოფლიოს მასშტაბით მიმდინარეობს. საქართველოში პროექტი კარდიოლოგიისა და ჰიპერტენზიის საზოგადოების მხარდაჭერით და ჩართულობით ხორციელდება. მის მიზანს არტერიული წნევის შემოწმება და რეგულარული კონტროლის მნიშვნელობა წარმოადგენს, რათა მოხდეს დაავადების დროული გამოვლენა და მოსალოდნელი გართულებების თავიდან აცილება.

„გაიზომე წნევა -ამას შენთვის გეუბნები“ კამპანია მიზნად ისახავს საზოგადოების ჩართულობას პროექტში. ცნობილია, რომ არტერიული ჰიპერტენზიის გავრცელება 40 წლის ზემოთ მატულობს და ოჯახის წევრების როლი არტერიული წნევის შემოწმების ჩვევის განვითარებაში თაობებს შორის მზრუნველობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

„გაიზომე წნევა -ამას შენთვის გეუბნები“ კამპანია მიზნად ისახავს საზოგადოების ჩართულობას პროექტში. ცნობილია, რომ არტერიული ჰიპერტენზიის გავრცელება 40 წლის ზემოთ მატულობს, რა დროსაც ოჯახის წევრების როლი არტერიული წნევის შემოწმების ჩვევის განვითარებაში და თაობებს შორის მზრუნველობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ჰიპერტენზიის საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, „სერვიემ“ ჯანდაცვის პროფესიონალებთან ერთად ჰიპერტენზიის წინააღმდეგ ბრძოლა ტრადიციულად უფასო სკრინინგ პროგრამით განაგრძო, რათა უზრუნველყო დაავადების ადრეული გამოვლენა, რომელსაც კრიტიკული მნიშვნელობა აქვს ჰიპერტენზიის მძიმე შედეგებისგან პაციენტების დასაცავად. მნიშვნელოვანია, რომ ჰიპერტენზიის ადრეული გამოვლენა ხელს უწყობს გულის უკმარისობის, ინსულტისა და თირკმლის უკმარისობის განვითარების რისკის შემცირებას,“ - აღნიშნავს კომპანია „სერვიეს“ დირექტორი საქართველოში მაია ხეცურიანი.

ჰიპერტენზიის დღეს არსებულ გამოწვევებსა და მიღწევებზე, დროული დიაგნოსტირების აუცილებლობაზე, ეფექტური მართვის მნიშვნელობაზე, დაავადების სიმძიმესა და სკრინინგის მნიშვნელობაზე საუბრობენ კარდიოლოგებიც.

„კვლავ ვაგრძელებთ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას მაღალი არტერიული წნევის შესახებ. კიდევ ერთხელ, მოხარულები ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა გავაგრძელოთ თანამშრომლობა კამპანიასთან #ამასშენთვისგეუბნები. საქართველოში პროექტი კარდიოლოგიისა და ჰიპერტენზიის საზოგადოების მხარდაჭერით და ჩართულობით ხორციელდება. ცნობიერების ამაღლება არტერიული წნევის სისტემატური შემოწმების შესახებ საფუძველია, რათა მოხდეს ჰიპერტენზიის დროული დიაგნოსტირება, მისი ეფექტური მართვა და სიცოცხლისთვის საშიში გართულებების თავიდან აცილება,“ - განმარტავს კარდიოლოგთა საზოგადოების პრეზიდენტი არჩილ ჩუხრუკიძე.

როგორც სპეციალისტები განმარტავენ, არტერიული ჰიპერტენზია საკმაოდ გავრცელებული დაავადება. მსოფლიოში 1,5 მილიარდ ადამიანს აღენიშნება მაღალი წნევა. სიკვდილიანობის მთავარი მიზეზი დღეს სწორედ, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებია. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, 2012 წელს მათ 17.5 მილიონი ადამიანი ემსხვერპლა. მათგან 7.4 მილიონი გულის იშემიური დაავადებით გარდაიცვალა, 6.7 მილიონი კი ინსულტით. მათივე მტკიცებით, სიკვდილის შემთხვევათა 80%-ის თავიდან აცილება შესაძლებელია. კერძოდ, იმ რისკფაქტორების მოდიფიცირებით, რომლებიც გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარებას უწყობს ხელს და ლეტალური შედეგის ალბათობას ზრდის. ამ ფაქტორებს შორის წამყვანი ადგილი არტერიულ ჰიპერტენზიას უკავია. და მაინც , რა სიმპტომები ახასიათებს ჰიპერტენზიას, როგორ ვმართოთ და ვუმკურნალოთ მას? რა რისკ-ფაქტორები არსებობს, რამდენად ხშირად უნდა გავიზმოთ წნევა, რათა თავიდან ავიცილოთ მოსალოდნელი ნეგატიური შედეგი.

„არტერიული ჰიპერტენზია არის დაავადება, რომლის დროსაც ადგილი აქვს სისხლის წნევის მომატებას რამდენიმე ათეულით წნევის ნორმალური მაჩვენებლიდან. ეს არის დაავადება,რომელიც აზიანებს სისხლძარღვებს. სწორედ ეს იწვევს ისეთ დაავადებს,როგორიცაა ინსულტი, ინფაქტი, თირკმლის უკამრისობა და ა.შ წნევას გააჩნია გარკვეული რისკ-ფაქტორები, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ჰიპერტენზიის გამომწვევი ზუსტი მიზეზები არ ვიცით. თუმცა ფარმაცევტულ ბაზარზე არსებობს გარკვეული მედიკამენტები, რომლებიც უზრუნვლყოფენ წნევის მაჩვენებლის დარეგულირებას. წარმოუდგენელია,რომ წნევის დარეგულირება მხოლოდ ერთჯერადად მიღებული მედიკამენტით მოხდეს. სასიცოცხლოდ აუცილებელია,რომ ადამიანმა მუდმივად შეასრულოს ექიმის მიერ მიცემული დანიშნულება და მუდმივად აკონტროლოს არტერიული წნევა. ეს ყველაფერი განაპირობებს არსებულ რისკ-ფაქტორების თავიდან აცილებას“, - განმარტავს გულ-სისხლძართვა კლინიკის ხელმძღვანელი, პროფ. თამაზ შაბურიშვილი.

როგორც ბოხუას სახელობის კარდიოპულმონური განყოფილების ხელმძღვანელი, პროფ. ზურა ფაღავა აღნიშნავს, დღეს საკმაოდ გავრცელებულია არტერიული ჰიპერტენზიით გამოწვეული ინსულტი და სწორედ არტერიული ჰიპერტენზია წარმოადგენს თავის ტვინის ინსულტის მთავარ რისკფაქტორს. თავისთავად, ინსულტი წარმოადგენს ყველზე საშიშ და ვერაგ დაავადებას, რომელიც მაღალი სიკვდილობით ხასიათდება. სპციალისტის თქმით, პრევენცია შესაძლებელია, რომლის წიანპირობას წარმაოდგენს არტერიული ჰიპერტენზიის დროულად გამოვლენა.

რაც შეეხება სიმპტომებეს, სპციალისტები აცხადებენ, რომ ძალიან რთულია რაიმე კონკრეტული სიმპტომის დასახელება, რომლის საფუძველზეც უკვე გადაჭრით შეგვიძლია ვთქვათ, რომ არტერიული ჰიპერტენზია გვაქვს. კონკრეტული სიმპტომი გამომჟღავნებული არ არის. ამიტომაც არტერიულ ჰიპერტენზიას ჩუმ მკვლელს უწოდებენ, რადგან ბევრი ისე ატარებს მაღალ წნევას, რომ არც კი იცის ამის შესახებ. სიმპტომები მანამდე არ იჩენს თავს, სანამ ორგანიზმს შესამჩნევი ზიანი არ მიადგება. საწყის ეტაპზე (კლინიკური ნიშნების გამოვლენამდე) ჰიპერტენზიის აღმოჩენის ერთადერთი საშუალება წნევის გაზომვაა. სწორედ, ამიტომ მოგვიწოდებენ ექიმები, განსაზღვრული პერიოდულობით ვიკონტროლოთ წნევა, განურჩევლად იმისა, გვაწუხებს თუ არა რამე.ნებისმიერ დროს შეიძლება,რომ ადამიანმა წნევა გაიზომოს, თუ ამის საჭიროებას გრძნობს ან თუ მისი უბრალოდ გაკონტროლება უნდა.

მნიშვნელოვანია, რომ უფასო სკრინინგში მონაწილეობა მიიღო საფრანგეთის ელჩის მოადგილემ რიშარ რეკენამ. ზოგადად საფრანგეთის საელჩო საქართველოში მხარს უჭერს კამპანიას „გაიზომე წნევა - ამას შენთვის გეუბნები“ და დადებითად აფასებს მიღწეულ შედეგებს.

„მსოფლიოში ამ დაავადებით დაახლოებით 1,3 მილიარდი ადამიანია დაავადებული. ჰიპერტენზია სიკვდილიანობის ერთ-ერთი წამყვანი მიზეზია. გართულებების თავიდან ასაცილებლად დააავადების ადრეული გამოვლენა ერთადერთი გამოსავალია. მნიშვნელოვანია, რომ ფარმაცევტული კომპანია „სერვიე“ მუდმივად განაგრძობს ჰიპერტენზიის წინააღმდეგ ბრძოლას ჯანდაცვის პროფესიონალებთან თანამშრომლობით, რათა უზრუნველყოს დაავადების ადრეული გამოვლენა, ვინაიდან ამას კრიტიკული მნიშვნელობა აქვს ჰიპერტენზიის მძიმე შედეგებისგან პაციენტების დასაცავად.“ - აღნიშნა რიშარ რეკენამ.

ინფორმაცია დაავადების შესახებ:

არტერიული ჰიპერტენზია კვლავ ჯანდაცვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა, რადგან სიკვდილიანობის უმთავრეს მიზეზად რჩება და პასუხისმგებელია წელიწადში 11 მილიონზე მეტ სიკვდილზე მსოფლიოში. მაღალი არტერიული წნევის მქონე ორი ადამიანიდან მხოლოდ ერთმა იცის, რომ მას აქვს მომატებული არტერიული წნევა. არადიაგნოსტირებული პაციენტების დიდი ნაწილი არის აქტიური, 60 წელზე ნაკლები ასაკისა და დაკავებული ადამიანი. მომატებული არტერული წნევა ინსულტის, ინფარქტის და თირკმლის დაავადების წინაპირობაა. მაღალი წნევისგან არავინ არის დაზღვეული, მაგრამ განსაზღვრული რისკ-ფაქტორების და დაავადებების თანხლება ზრდის მომატებულ არტერიული წნევის განვითარების რისკს. ისეთი რისკ-ფაქტორები, როგორიცაა ასაკი, ჭარბი წონა, კვების თავისებურება, კერძოდ, დიდი რაოდენობით მარილის მიღება, წნევის მატებას უწყობს ხელს. განსაკუთრებით ყურადსაღებია ცხოვრების ჯანსაღი წესი და უარის თქმა ისეთ მავნე ჩვევებზე, როგორიცაა -ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება, თამბაქოს მოწევა.

ჰიპერტენზია ხშირად უსიმპტომოდ, ყოველგვარი გამოვლინების გარეშე მიმდინარეობს, რაც გარკვეულწილად ადუნებს პაციენტის ყურადღებას და დამყოლობას მკურნალობის მიმართ. სწორედ ამიტომ, მას „ჩუმ მკვლელს“ უწოდებენ, რადგან პრაქტიკულად ყოველმა მეორე ადამიანმა არც კი იცის რომ ჰიპერტენზია აქვს. კლინიკური ნიშნების გამოვლენამდე, ჰიპერტენზიის აღმოჩენის ერთადერთი საშუალება სახლის პირობებში წნევის რეგულარული გაზომვაა. დღეს ექიმები მოგვიწოდებენ, 40 წლის ზემოთ და თანხმლები რისკ-ფაქტორების შემთხვევაში, პერიოდულად გავიზომოთ წნევა, რათა დროულად გამოვავლინოთ წნევის მომატებული მაჩვენებლები. ერთჯერადად წნევის ციფრების მატებაც კი საყურადღებოა და საჭიროებს შემდგომ მონიტორინგს, რათა გამოირიცხოს დაავადების არსებობა. არტერიული ჰიპერტენზიის დიაგნოზის შემთხვევაში კი, ექიმის დანიშნულების თანმიმდევრულ მიღებას და სახლის პირობებში წნევის სისტემატიურ გაზომვას, დაავადების ეფექტურ მართვაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

(R)