„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი - მივმართავ ხელვაჩაურის მერს და საკრებულოს - მოუკლონ საკუთარ კომფორტს და მიმართონ ისეთი პრობლემებისკენ, როგორიც არის სოფელ ზანაქიძეებში

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი - მივმართავ ხელვაჩაურის მერს და საკრებულოს - მოუკლონ საკუთარ კომფორტს და მიმართონ ისეთი პრობლემებისკენ, როგორიც არის სოფელ ზანაქიძეებში

მივმართავ ხელვაჩაურის მერს და საკრებულოს - მოუკლონ საკუთარ კომფორტს და მიმართონ ისეთი პრობლემებისკენ, როგორიც არის სოფელ ზანაქიძეებში, სადაც გეოლოგიური დასკვნა ამბობს, რომ სასწრაფო წესით ფერდი არის გასამაგრებელი, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელვაჩაურის საკრებულოს წევრმა, მიშა ბოლქვაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მძიმე პირობებში ცხოვრება არაერთ ოჯახს უწევს.

„ნაციონალური მოძრაობა“ აქტიურად აგრძელებს ყველა სოფელში, ყველა ოჯახში მისვლას, სადაც არის პრობლემა და სადაც „რუსული ოცნების“ ხელისუფლებას მოქალაქეები ჰყავს უყურადღებოდ მიტოვებული, რა თქმა უნდა, ვაშუქებთ და ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში ყველაფერს ვაკეთებთ.

ჩვენ ველოდებით ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს და ასევე ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გვყავს პოლიტპატიმრები და სხვა უამრავი თემაა მოსაგვარებელი ქვეყანაში, თუმცა ადგილობრივ დონეზეც, მუნიციპალიტეტებში კომფორტში არ უნდა ვამყოფოთ „რუსული ოცნების“ მაღალჩინოსნები, ყოველდღიურად უნდა ვაშუქოთ კორუფციული გარიგებები, სადაც მოქალაქეებს აქვთ პრობლემები. კომფორტში არ უნდა ვამყოფოთ „რუსული ოცნების“ ადგილობრივი მმართველები და უნდა შევახსენოთ, რომ მოქალაქეებს სჭირდებათ დახმარება და სწორედ მათი ვალდებულებაა, რომ დაეხმარონ ბიუჯეტიდან.

ჩვენ ახლა ვიმყოფებით სოფელ ზანაქიძეებში. მე ხელთ მაქვს გეოლოგიური დასკვნა, რომელიც გვეუბნება, რომ ფერდი არის სასწრაფოდ გასამაგრებელი. სამი წლის განმავლობაში არაერთხელ მიმართა ქალბატონმა ნაზი დიასამიძემ მერიას, თუმცა მერის პასუხია, რომ სახსრები არ არის, შეისწავლიან გეოლოგიურად, თუმცა სამი წლის შემდეგაც არაფერი. ამიტომ, დღევანდელი ჩართვით მერს და საკრებულოს, რომელიც ამტკიცებს ბიუჯეტს, თავიანთ კომფორტს მოუკლონ და მიმართონ ასეთი მნიშვნელოვანი პრობლემებისკენ. არაერთი ოჯახი არის მსგავს პირობებში, შვიდ სულიანი ოჯახი წვიმის დროს გადადის მეზობელთან, ნათესავებთან და იქ ატარებენ ღამეს. თქვენს ოჯახებს ასე არ აცხოვრებდით, რა თქმა უნდა. ამიტომ, ვალდებულება გაქვთ, სანამ ჯერ კიდევ ხართ ხელისუფლებაში, მსგავს ოჯახებს მიაქციოთ ყურადღება,“ - განაცხადა მიშა ბოლქვაძემ.