გარემოს დაცვის მსოფლიო დღის აღნიშვნის ფარგლებში, სოფელ ბულაჩაურში, სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე დასუფთავების აქცია გაიმართა

გარემოს დაცვის მსოფლიო დღის აღნიშვნის ფარგლებში, სოფელ ბულაჩაურში, სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე დასუფთავების აქცია გაიმართა

გარემოს დაცვის მსოფლიო დღის აღნიშვნის ფარგლებში, ეროვნული სატყეო სააგენტოს ინიციატივით, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბულაჩაურში, სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე დასუფთავების აქცია გაიმართა. ინფორმაციას ეროვნული სატყეო სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, აქციაში მონაწილეობა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროს კახა ცერცვაძესთან ერთად, მსახიობებმა, სპორტსმენებმა, სამოქალაქო აქტივისტებმა და ჟურნალისტებმა მიიღეს. ღონისძიება მიზნად გარემოს შენარჩუნების, გაუმჯობესებისა და დაბინძურებისგან დაცვის აქტივობებში საზოგადოების ფართო ჩართვის მნიშვნელობის ხაზგასმას ისახავდა.

გარემოს დაცვის მსოფლიო დღე 1973 წლიდან, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით იმართება. 2023 წელს, გარემოს დაცვის მსოფლიო დღის მთავარი გზავნილი პლასტმასით დაბინძურების საკითხია - #BeatPlasticPollutio (#არაპლასტმასითდაბინძურებას).

„წლევანდელი გარემოს დაცვის მსოფლიო დღეს პლასტმასის წინააღმდეგ ბრძოლაში მილიონობით ადამიანი ერთიანდება, რათა დაბინძურებ ერთიანი ძალებით შევამციროთ ა. მნიშვნელოვანია თითოეულმა მოქალაქემ სოციალური პასუხისმგებლობა გამოიჩინოს, პრობლემის სიმძიმე გაიაზროს და ნარჩენების შემცირებაზე საერთო ძალისხმევით ვიზრუნოთ“, - აღნიშნა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა, კახა ცერცვაძემ.

სააგენტოს ცნობითვე, საზოგადოებისთვის ცნობილმა სახეებმა მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდეს, არ დატოვონ ნარჩენები ბუნებაში.