კათოლიკური და ევანგელურ-ლუთერული ეკლესიები ყოვლადწმინდა სამების დღესასწაულს აღნიშნავენ

კათოლიკური და ევანგელურ-ლუთერული ეკლესიები ყოვლადწმინდა სამების დღესასწაულს აღნიშნავენ.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ცნობით, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ყოვლადწმინდა სამების დღესასწაულს ულოცავს ლათინური წესით კათოლიკეებსა და საქართველოს ევანგელურ-ლუთერულ ეკლესიას. დღეს ყოვლადწმინდა სამების - მამის, ძის და სულიწმინდის დღესასწაული აღინიშნება.
ამასთან, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოში აღნიშნავენ, რომ მოლოკნები, ბაპტისტები, პროტესტანტები და სახარების რწმენის ეკლესია სულთმოფენობას ზეიმობენ.
„დღეს სულიერ ქრისტიან-მოლოკანთა თემი, ბაპტისტური თემი, ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესია და სახარების რწმენის ეკლესია სულთმოფენობას ზეიმობენ.
სულთმოფენობა აღდგომიდან 50-ე დღეს აღინიშნება. წმინდა მოციქულებზე აღსრულებული სულთმოფენობის შემდეგ, ეს დღესასწაული არა მხოლოდ წარსული მოვლენების გახსენებაა, არამედ ეკლესიაში საღვთო სულის განუწყვეტელი მყოფობის ნიშანს წარმოადგენს.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო დღესასწაულს ულოცავს მათ, ვინც დღეს სულთმოფენობას დღესასწაულობს და მშვიდობასა და კეთილდღეობას უსურვებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

























