ბათუმში, ერას მოედანზე შეკრებილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მხარდამჭერები აქციაზე დაკავებულების მდგომარეობისა და მათი ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციას ითხოვენ

ბათუმში, ერას მოედანზე შეკრებილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მხარდამჭერები აქციაზე დაკავებულების მდგომარეობისა და მათი ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციას ითხოვენ

ბათუმში, ერას მოედანზე შეკრებილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მხარდამჭერები აქციაზე დაკავებულების მდგომარეობისა და მათი ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციას ითხოვენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი კირთაძემ განუცხადა, დაკავებულია 6 პირი, მათ შორის, პარტიის წევრი მირდატ ქამადაძე და რამდენიმე არასრულწლოვანი.

„ტროტუარზე მყოფ საპატრულო პოლიციის უფროსს მირდატი ესაუბრებოდა, აინტერესებდა, სად იყვნენ გადაყვანილო დაკავებული არასრულწლოვნები. როგორც ჩანს, ბატონ ირაკლი მაღრაძეს მირდატის ემოცია არ მოეწონა და სამაგალითოდ, პირადად დააკავა. ის აქციის მონაწილეებთან ღიად საუბრობს იმის შესახებ, რომ პრინციპულად 48 საათი გააჩერებს მირდატ ქამადაძეს და ეცდება, რომ მას მაქსიმალური სასჯელი მისცეს.

დაარბია აქცია პოლიციამ, ახლა აქ შეკრებილები ველოდებით პასუხს, სად არიან გადაყვანილი დაკავებულები. საქართველოსგან ბელორუსია არ გამოვა, დღეს ცოტა ვიყავით აქციაზე და ამიტომ გაბედა პოლიციამ და მოგვერია. მოვა დრო, იმდენი ხალხი იქნება ქუჩაში, პოლიცია ვერ შემოვა ხალხში. საქართველოდან ბელარუსიზაციას ვერ მიიღებს ივანიშვილი”,- განაცხადა გიორგი კირთაძემ.