ბათუმში, ევროპის მოედანზე აქცია გაიმართა

ბათუმში, ევროპის მოედანზე „ლელო-საქართველოს” წევრებმა სოლიდარობის აქცია გამართეს.
მათ მხარდაჭერა გამოუცხადეს თბილისში, პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციის მონაწილეებს.
როგორც შეკრებილებმა განაცხადეს, თბილისში გამოხატვის თავისუფლება ირღვევა და აქციის მონაწილეებს უკანონოდ აკავებენ.
„ქართულ ოცნებას“ ავტორიტარული მმართველობისადმი ლტოლვა აქვს. პოლიციური რეჟიმის დამყარებით ცდილობს ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება შეზღუდოს, საქართველოს მოქალაქეებს აუკრძალოს კრიტიკული აზრის დაფიქსირება, მაქსიმალური დისკომფორტი შეუქმნას, რათა ამით კიდევ უფრო გაიმყაროს ძალაუფლება. ქვეყნის პროდასავლური კურსი, რომელიც არის საზოგადოების უმრავლესობის არჩევანი შეცვალოს და ქვეყანა გადაიყვანოს რუსულ რელსებზე. შექმნან ისეთი სახელმწიფო როგორიც არის ბელარუსია, სადაც ადამიანებს არ შეუძლიათ თამამად დააფიქსირონ საკუთარი კრიტიკულო შეხედულება. ჩვენ ახალგაზრდები არ შევეგუებით ასეთ დამოკიდებულებას არ დავთმობთ სიტყვის თავისუფლებას, - ეს ბოლო 30 წლის განმავლობაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მონაპოვარია. გუშინ აქციაზე რაც მოხდა, ცარიელი ბანერის გამო დააკავეს ადამიანები, ეს დაუშვებელია“, - განაცხადა „ ლელო -საქართველოს” ბათუმის ორგანიზაციის წევრმა არჩილ ბერიძემ.

























