ზუგდიდის მერია შემოქმედებითი სივრცეების და კლასტერების ხელშეწყობის მიზნით კონკურსს აცხადებს

ზუგდიდის მერია შემოქმედებითი სივრცეების და კლასტერების ხელშეწყობის მიზნით კონკურსს აცხადებს

ზუგდიდის მერია შემოქმედებითი სივრცეების და კლასტერების ხელშეწყობის მიზნით კონკურსს აცხადებს.

როგორც ზუგდიდის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, კონკურსისთვის გამოყოფილი ჯამური ბიუჯეტი 20 100 ლარია.

„თუ ხარ შემოქმედებითი და გსურს განავითარო იდეა, ეს პროექტი შენთვისაა!

ზუგდიდის მერია ევროკავშირის პროექტის #EU4Culture მხარდაჭერით აცხადებს კონკურსს შემოქმედებითი სივრცეების და კლასტერების განვითარების ხელშეწყობის მიზნით.

კონკურსის პირობები ითვალისწინებს ორ მიმართულებას:

ზუგდიდის შემოქმედებითი კლასტერებისა და სივრცეების განვითარება, ასევე ამ მიზნისთვის შემოქმედებითი კლასტერების ალიანსის „შემოქმედებითი ზუგდიდი“ დაარსება/ხელშეწყობა. კულტურის ეკონომიკური პოტენციალის განვითარებისთვის მიმართული შემოქმედებითი სფეროს წარმომადგენელთა შორის, ასევე სექტორთაშორისი თანამშრომლობის ხელშემწყობი პროგრამების/პროექტების განხორციელება.

ზუგდიდის მერიის მიერ კონკურსისათვის გამოყოფილი ჯამური ბიუჯეტი შეადგენს 20 100 ლარს.

განაცხადები მიიღება 2023 წლის 5 ივნისიდან 2023 წლის 16 ივნისის ჩათვლით მერიაში, მისამართზე: ზუგდიდი, რუსთაველის ქ. N90 მატერიალური სახით ან მერიის ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე - zugdidismeria@gmail.com ელექტრონული დოკუმენტის სახით.

კონკურსის დებულება: https://shorturl.at/lDGQ2

კონკურსის პირობები და დაფინანსების წესი: https://shorturl.at/acmAU

დანართი N1 - განცხადების ფორმა: https://shorturl.at/izGMR

დანართი N2 - საპროექტო განაცხადი: https://shorturl.at/ftEP4

დანართი N3 - დაზუსტებული ინფორმაცია: https://shorturl.at/KOV89

დანართი N4 - შესრულების ანგარიში: https://shorturl.at/cGJN6“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.