CIU-ში თეა სიჭინავას საჯარო ლექცია გაიმართა

CIU-ში თეა სიჭინავას საჯარო ლექცია გაიმართა

1 ივნისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით ტელეკომპანია „იმედის“ ტელეწამყვანის, ჟურნალისტ თეა სიჭინავას საჯარო ლექცია გაიმართა.

ამის შესახებ ინფორმაციას კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, სტუდენტებთან გამართულ შეხვედრაზე სპიკერმა ჟურნალისტის პროფესიულ გზასა და გამოცდილებაზე ისაუბრა, ასევე სტუდენტებს გაუზიარა რეკომენდაციები, რომლებიც აუცილებელია დარგში წარმატებისთვის.

„საჯარო ლექცია ინტერაქციულ ხასიათს ატარებდა, სადაც სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ მიეღოთ პასუხები ჟურნალისტის პროფესიასთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებზე. ლექცია სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, ნანა ამირანაშვილმა გახსნა. ჟურნალისტ თეა სიჭინავასთან გამართულ საჯარო შეხვედრას სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის/უნივერსიტეტის ადმინისტრაცია და სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტები ესწრებოდნენ“, - ნათქვამია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.