თამარ გაბუნიას განცხადებით, აქონდროპლაზიის მქონე ბავშვებთან დაკავშირებით, პროტოკოლის შემუშავებისთვის სამუშაო ჯგუფში მუშაობა გრძელდება

თამარ გაბუნიას განცხადებით, აქონდროპლაზიის მქონე ბავშვებთან დაკავშირებით, პროტოკოლის შემუშავებისთვის სამუშაო ჯგუფში მუშაობა გრძელდება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, აქონდროპლაზიის მქონე ბავშვებთან დაკავშირებით, პროტოკოლის შემუშავებისთვის სამუშაო ჯგუფში მუშაობა გრძელდება.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, დღეს სამუშაო ჯგუფთან შეხვედრა შედგება იმისთვის, რომ არსებული მდგომარეობა განიხილონ.

"აქონდროპლაზიის პროტოკოლის სტატუსის შეფასებისთვის შეხვედრა შედგება დღეს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში. გავივლით სტატუსს, ვიმსჯელებთ სამუშაო ჯგუფთან, რომელშიც კლინიცისტები და ექსპერტები არიან. შემდგომი ეტაპები იქნება გასავლელი იმისთვის, რომ პროტოკოლი დასრულდეს. მწარმოებელთან მოლაპარაკებების პროცესის გარკვეული ეტაპებია, ასევე, გასავლელი, ესეც მიმდინარე პროცესია და ამის შესახებ მშობლები ინფორმირებულები არიან", - განაცხადა გაბუნიამ.

ცნობისთვის, აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქციებს მართავდნენ.

ისინი საქართველოს პრემიერ-მინისტრს მოუწოდებდნენ, რომ განკარგულების აქტს ხელი მოაწეროს, რათა საქართველოში მედიკამენტი სახელწოდებით “ვოზორიტიდი” შემოვიდეს.