რელიგიის სააგენტოს დელეგაცია კაპელანური მსახურების ამერიკულ გამოცდილებას ეცნობა

რელიგიის სააგენტოს დელეგაცია კაპელანური მსახურების ამერიკულ გამოცდილებას ეცნობა

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, დავით დავითაშვილი ჯორჯიის შტატის ქალაქ ატლანტის შერიფის მთავარ კაპელანს, ალექს გერასიმოვს და ატლანტის პოლიციის კაპელანს, უკრაინის სამართალდამცავების კაპელანური მსახურების „Patrol Chaplain“-ის უფროსს, „გლობალური ქრისტიანული მხარდაჭერის“ პრეზიდენტ იაროსლავ მალკოს შეხვდნენ.

ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრა სამუშაო ფორმატში წარიმართა.

ატლანტის შერიფის მთავარმა კაპელანმა, ალექს გერასიმოვმა, სააგენტოს დელეგაციასთან საკუთარი პრაქტიკიდან კონკრეტული საქმეები განიხილა.

„სამუშაო შეხვედრის ბოლოს, ცალსახად გამოიკვეთა სამართალდამცველი ორგანოების კაპელანთა უსაზღვრო წვლილი და როლი საზოგადოებასთან ურთიერთობის საქმეში. დაიგეგმა თანამშრომლობის შემდეგი ეტაპები.

შეხვედრა თბილისში დაწყებული თანამშრომლობის გაგრძელებაა - ბატონი მალკო გასული წლის ნოემბერში იმყოფებოდა საქართველოში, თბილისში და ეწვია რელიგიის სააგენტოს, სადაც საქართველოში კაპელანური მსახურების დანერგვა-განვითარების მიმართულებით ქართულ-ამერიკულ თანამშრომლობას ჩაეყარა საფუძველი“, - აღნიშნულია გვრცელებულ ინფორმაციაში.