ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით აფხაზეთის №1 საჯარო სკოლაში ღონისძიება გაიმართა

აფხაზეთის მთავრობის ინფორმაციით, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრ ეკა ხოფერიასთან ერთად ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, აფხაზეთის №1 საჯარო სკოლაში იმყოფებოდა.
მათივე ცნობით, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით აფხაზეთის №1 საჯარო სკოლაში ღონისძიება გაიმართა.
„მთავრობის თავმჯდომარემ მოზარდებს ბავშვთა დაცვის დღე მიულოცა, წარმატებები უსურვა და სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით გამართულ ღონისძიებას დაესწრო”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

























