თაზო დათუნაშვილი - საქართველოს პრემიერის ტყუილები გრძელდება და ყოველ ჯერზე ახალ და ახალ მასშტაბებს იპყრობს, უკვე ცალსახა ხდება, რომ ტყუილი საქართველოს მთავრობის პოლიტიკაა

თაზო დათუნაშვილი - საქართველოს პრემიერის ტყუილები გრძელდება და ყოველ ჯერზე ახალ და ახალ მასშტაბებს იპყრობს, უკვე ცალსახა ხდება, რომ ტყუილი საქართველოს მთავრობის პოლიტიკაა

საქართველოს პრემიერის ტყუილები გრძელდება და ყოველ ჯერზე ახალ და ახალ მასშტაბებს იპყრობს, უკვე ცალსახა ხდება, რომ ტყუილი საქართველოს მთავრობის პოლიტიკაა, - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა წევრმა, თაზო დათუნაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ღარიბაშვილის ტყუილებმა ქვეყანას თავი ბრატისლავას უსაფრთხოების სამიტზე მოჭრა.

„უფრო კონკრეტულად, ღარიბაშვილის ტყუილებმა ჩვენს ქვეყანას თავი ბრატისლავას უსაფრთხოების სამიტზე მოჭრა. მან მორიგი ტყუილების კასკადი შემოგვთავაზა ევროკავშირის ვაჭრობასთან დაკავშირებით რუსეთთან. მან მოიტყუა, რომ ევროკავშირი ჩვეულებრივად აგრძელებს ვაჭრობას, ეკონომიკურ ურთიერთობას რუსეთთან და საქართველოს “აიძულებს” საკუთარი ხალხის გაღარიბებას, ხოლო საქართველო ჩვეულებრივზე მეტად არ აღრმავებს ვაჭრობას რუსეთთან. რეალობა და სიმართლე კი სულ სხვაა, კერძოდ: უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ევროკავშირის რუსეთზე სავაჭრო დამოკიდებულება 4-ჯერ შემცირდა, საქართველოს რუსეთზე სავაჭრო დამოკიდებულება კი 1.5-ჯერ გაიზარდა; უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, რუსეთიდან იმპორტის წილი ევროკავშირის იმპორტში 5-ჯერ შემცირდა, საქართველოს იმპორტში კი 1.3-ჯერ გაიზარდა; 2021 წელთან შედარებით, ევროკავშირმა რუსეთში ექსპორტის 49% და რუსეთიდან იმპორტის 58% დაასანქცირა. საქართველოს მთავრობას არაფერი გაუკეთებია რუსეთთან ვაჭრობის შესამცირებლად.

რუსეთი ფინანსდება, როდესაც მისი პროდუქცია იმპორტით შედის სხვა ქვეყანაში. ევროსტატის ინფორმაციით, ომის დაწყებამდე, 2022 წლის თებერვალში რუსეთის წილი ევროკავშირის იმპორტში 9.5% იყო, 2023 წლის მარტში კი 1.9%. ნომინალურ გამოსახულებაში 21 მილიარდი ევროდან 4 მილიარდ ევრომდე შემცირდა. საქსტატის ინფორმაციით, 2022 წლის თებერვალში რუსეთის წილი საქართველოს იმპორტში 9.4% იყო, 2023 წლის მარტში კი 12.2%. ნომინალურ გამოსახულებაში 96 მლნ დოლარიდან 151 მლნ დოლარამდე გაიზარდა.

2022 წელს საქართველოს რუსეთთან სავაჭრო ბრუნვამ დაახლოებით 1 მილიარდი დოლარი კი არ შეადგინა, როგორც ღარიბაშვილი ამბობს, არამედ 2.5 მილიარდი დოლარი იყო, რაც 52%-ით მეტია 2021 წლის მაჩვენებელზე. ევროკავშირის რუსეთთან სავაჭრო ბრუნვა კი ყოველთვიურად მცირდება.

2022 წელს საქართველოში 15,000-მდე რუსული კომპანია დარეგისტრირდა, რაც 2021 წლის მაჩვენებელზე 16-ჯერ მეტია. საქართველოში სულ 22,400-მდე რუსული კომპანიაა რეგისტრირებული და მათი 66% უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ დარეგისტრირდა”, -განაცხადა დათუნაშვილმა.