ხობში, მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების კურსდამთავრებულებისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება იმართება

ხობში, მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების კურსდამთავრებულებისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება იმართება

დღეს, ქალაქ ხობში, მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების კურსდამთავრებულებისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება იმართება. ინფორმაციას ხობის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, ცენტრალურ პარკში ახალგაზრდების მონაწილეობით ჩატარდა სპორტული შეჯიბრებები, მოეწყო ხელოვანთა ნამუშევრების გამოფენა, ხოლო კოლეჯ „ფაზისის“ წარმომადგენლებმა ახალგაზრდებს საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.

„კულტურის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ჯგუფ ,,წერილის'’ კონცერტი მიმდინარეობს. საზეიმო ღონისძიება ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო, საზოგადოებრივი ცენტრის ორგანიზებითა და ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით ტარდება. სკოლების კურსდამთავრებულებისადმი მიძღვნილი ღონისძიება დიჯეი Zukay-ს კონცერტით დასრულდება“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.