სათანადო მკურნალობის შერჩევა პედიატრიული ნევროლოგიური პრობლემებისათვის

სათანადო მკურნალობის შერჩევა პედიატრიული ნევროლოგიური პრობლემებისათვის

Acıbadem Türkiye-ში ახალშობილებისათვის, ჩვილებისა და ბავშვებისათვის, ასევე მათი ოჯახებისათვის უზრუნველყოფილია ყოველმხრივი, სრულფასოვანი, მულტიდისციპლინური და კოლაბორაციული მომსახურება.

ჩვენი მიზანია გამორჩეული და მზრუნველობით აღსავსე მიდგომით ბავშვების ცხოვრება უკეთესობისაკენ შევცვალოთ. დღესდღეობით Acıbadem-ი გთავაზობთ ფართო სპექტრის პედიატრიულ ნეიროქირურგიულ მომსახურებებს ბავშვთა დაავადებების სამკურნალოდ, მათ შორის როგორიცაა ეპილეფსია, ცერებრალური დამბლა, თავის ტვინის სიმსივნეები და თანდაყოლილი მალფორმაციები.

პედიატრიული ნეიროქირურგია უნიკალური სპეციალიზაციაა, რადგანაც მსოფლიოში სულ რამდენიმე ცენტრი სთავაზობს ბავშვებს მსგავსი ტიპის მკურნალობას. კვლევების მიხედვით მსოფლიოში 2297 პრაქტიკოსი პედიატრიული ნეიროქირურგია, მათი 85.6% კი განვითარებულ ქვეყნებში მოღვაწეობს. Acıbadem-ი კი ამ მხრივ არსებულ პაციენტთა მოთხოვნას სათანადოდ პასუხობს. ყოველწლიურად, შვილების რთული ნეიროქირურგიული პრობლემის მოსაგვარებლად, მთელი მსოფლიოდან Acıbadem-ს ასობით მშობელი მომართავს. სიამის ტყუპები კამერუნიდან ერთ ასეთ სამაგალითო შემთხვევას წარმოადგენს. 2021 წელს, Acıbadem-ის პედიატრიული ნეიროქირურგიის გუნდი იმ 27 საათიანი წარმატებული პროცედურის ნაწილი იყო, რომლის შედეგადაც ელიზაბეთი და მერი - სიამის ტყუპები კამერუნიდან განცალკევდნენ. ისინი დაკავშირებულები იყვნენ მენჯ-ბარძაყითა და ხერხემლით. პედიატრიულ ნეიროქირურგიულ გუნდს, რომელმაც ბავშვების შეერთებული სტრუქტურები განაცალკევა, პროფესორი მემეტ ოზეკი ხელმძღვანელობდა. დღეს ეს მშვენიერი ტყუპები დამოუკიდებლად ცხოვრობენ, ყოველგვარი ფუნქციონალური დარღვევის გარეშე.

პედიატრიული პაციენტების შემთხვევაში გადაწყვეტილი როლი აქვს მულტიდისციპლინურ მიდგომას

პედიატრიული ნევროლოგიური პრობლემების შემთხვევაში მკურნალობა სპეციალიზებულმა გუნდმა უნდა აწარმოოს. Acıbadem-ში ბავშვების მკურნალობა იგეგმება და ხორციელდება სწორედ ასეთი მულტიდისციპლინური გუნდის მიერ. პაციენტები ისინჯებიან ერთდროულად გუნდის ყველა წევრის მიერ, რომლებიც შემდგომ მონაწილეობას იღებენ Acıbadem-ის საბჭოებში. საბჭოს წევრები აფასებენ პაციენტის მდგომარეობას და თანხმდებიან სამკურნალო გეგმაზე. Acıbadem-ის პედიატრიული ნეიროქირურგიული დეპარტამენტი შედგება პედიატრიული ნეიროქირურგებისგან, ფიზიოთერაპევტებისგან, მოძრაობის ანალიტიკოსებისგან, პედიატრიული ქირურგებისგან, ორთოპედებისგან, პედიატრიული ნევროლოგებისგან, პედიატრიული ონკოლოგებისგან, რადიაციული ონკოლოგებისგან, პედიატრიული ანესთეზიოლოგებისგან, ნევრორადიოლოგებისგან და ნეიროქირურგიული ექთნებისგან. Acıbadem-ის ყოველი პედიატრიული ნეიროქირურგიული დეპარტამენტის წევრს ცოდნისა და სპეციალიზაციის საკუთარი სფერო გააჩნია. ჩვენი სპეციალისტები ასევე დიდ გამოცდილებასაც ფლობენ პედიატრიული ნეიროქირურგიის სფეროში. ისინი მონაწილეობენ საბჭოებში და ნევროლოგიური დარღვევის ტიპის შესაბამის მკურნალობას ახორციელებენ.

ჩვენი პედიატრიული ქირურგიის ხელმძღვანელი პროფესორი მემეტ ოზეკი აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია გუნდის ყველა წევრი, „ანესთეზიოლოგი უნდა იყოს გამოცდილი პედიატრიულ ანესთეზიოლოგიაში. ჩვენს გუნდში, ჩვენ ვმუშაობთ ანესთეზიოლოგიის პროფესორთან ერთად, რომელსაც 27 წლიანი გამოცდილება აქვს პედიატრიულ ქირურგიაში... მნიშვნელოვანია არამხოლოდ ოპერაცია. დავუშვათ ოპერაცია დასრულდა. პედიატრიულ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მოზრდილებისგან განსხვავებული პირობებია საჭირო. რატომ? ძირითადად იმიტომ რომ მოზრდილ პაციენტებს საუბარი შეუძლიათ თუკი რაიმე აწუხებთ. ისინი გეტყვიან ტკივილის, დენის ან თავის ტკივილის შესახებ. ბავშვების შემთხვევაში კი მსგავსი პრობლემები მათი ქცევის მიხედვით უნდა დაადგინო. ამისათვის, გუნდში პედიატრიული კრიტიკული ზრუნვის სპეციალისტია საჭირო... პედიატრიული თავის ტვინის სიმსივნე მეორე მნიშვნელოვანი საკითხია. საინტერესოა, რომ ზოგი ტიპის სიმსივნე მხოლოდ ბავშვებში გვხვდება და ზოგი ტიპის სიმსივნე მხოლოდ მოზრდილებში. ეს უნიკალური შემთხვევებია და ჩვენთან განმასხვავებელი ფაქტორია გუნდში გამოცდილი რადიაციული ონკოლოგებისა და პედიატრიული ონკოლოგების ყოლა, რომლებიც სპეციალიზებიდან პედიატრიული თავის ტვინის სიმსივნეებზე. დამატებით განიხილება და ყველა სპეციალისტთან ერთად იგეგმება სიმსივნის მქონე პაციენტთა ოპერაციის შემდგომი საჭიროებები. ვინაიდან სიმსივნეს რეციდივი ახასიათებს, არსებობს მისი სხვა ორგანოებზე გავრცელების რისკი. იმისათვის რომ პრობლემა მომავალშიც კონტროლის ქვეშ იყოს, აღნიშნულს ჩვენ პედიატრიული ონკოლოგების გუნდთან ერთად, მულტიდისციპლინური მიდგომით ვპასუხობთ. ამდენად, ჩვენ გვიწევს ვუპასუხოთ სრულიად განსხვავებულ პროცესს მისი დასაწყისიდან ოპერაციის შემდგომი პერიოდის ჩათვლით. შესაბამისად, ამ სფეროში ცოდნა და გამოცდილებაა საჭირო. მხოლოდ ასეა შესაძლებელი წარმატების მიღწევა“.

როგორ შევარჩიოთ სათანადო საავადმყოფო და ექიმი ჩვენი შვილისათვის?

მანამდე ვიდრე საავადყოფოსა და ექიმს შეარჩევდეთ, გაითვალისწინეთ ის რამდენიმე კითხვა, რომელიც მათ უნდა დაუსვათ:

  • შეგიძლიათ სპეციალისტებს ჰკითხოთ მასშტაბზე, კერძოდ კი რამდენი მსგავსი პროცედურა ჩაუტარებიათ ბავშვებში.
  • შეგიძლიათ ჰკითხოთ არიან თუ არა საავადმყოფოში სხვა სპეციალისტები, რომლებიც შესაძლოა თქვენს შვილს დასჭირდეს, მაგალითად ასეთია ონკოლოგი, ნევროლოგი, ფიზიოთერაპევტი და სხვა.
  • შეგიძლიათ ჰკითხოთ გულისხმობს, თუ არა ქირურგიული ოპერაცია პედიატრიული ანესთეზიოლოგის მონაწილეობას და აქვს თუ არა მას ნეიროქირურგიაში დიდი გამოცდილება.
  • შეგიძლიათ ჰკითხოთ აქვს თუ არა საავადმყოფოს პედიატრიული ინტენსიური თერაპიის განყოფილება.

ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. 58, ტელ: 0322 158500

ქ. ბათუმი, ვ. გორგასლის ქ.156, ტელ: 0422 223000

ქ. ქუთაისი, თამარ მეფის ქუჩა N60, ტელ: 0431 258500

გამოგვყევით სოციალურ ქსელში, მიიღეთ ყველაზე მნიშვნელოვანი განახლებები სამედიცინო სფეროში და უფასო, ალტერნატიული, მსოფლიოში წამყვანი მედიკოსების მოსაზრება.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

(R)