საქართველოს იტალიური კოსმეტიკის ლუქს ბრენდის - „MIA COSMETICS“-ის დამფუძნებლები ეწვივნენ

საქართველოს იტალიური კოსმეტიკის ლუქს ბრენდის - „MIA COSMETICS“-ის დამფუძნებლები ეწვივნენ

საქართველოს იტალიური კოსმეტიკის ლუქს ბრენდის - „MIA COSMETICS“-ის დამფუძნებლები ლუიჯი დ’ამორე და ვალერიო ვასტანო ეწვივნენ.

ვიზიტის პერიოდში შედგა შეხვედრა მაღაზიათა ქსელი „ნავნეს“ წარმომადგენლებთან, სადაც ჩატარდა მასტერკლასები როგორც ბრენდის, ასევე სფეროში არსებული უახლესი ტექნოლოგიების შესახებ. კომპანიების წარმომადგენლებმა გაუზიარეს ერთმანეთს გამოცდილება და ასევე განიხილეს თანამშრომლობის მომავალი გეგმები.

„MIA COSMETICS“-ი იტალიაში დაფუძნებული პრემიუმ ხაზის ბრენდია, რომელიც მოიცავს როგორც თავის მოვლის საშუალებებს , ასევე დეკორატიულ კოსმეტიკასა და აქსესუარებს.

„მიას“ ბრენდის პროდუქციის შეძენა ექსკლუზიურად მხოლოდ „ნავნეს“ მაღაზიათა ქსელშია შესაძლებელი.

(R)