რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო სომხურ მართლმადიდებელ ეკლესიას სულთმოფენობის დღესასწაულს ულოცავს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო სულთმოფენობის დღესასწაულს ულოცავს სომხური მართლმადიდებელი ეკლესიის საქართველოს ეპარქიას, ევანგელურ-ლუთერულ და კათოლიკურ ეკლესიებსა და მათ მრევლს.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ცნობით, სულთმოფენობა აღდგომიდან 50-ე დღეს აღინიშნება. წმინდა მოციქულებზე აღსრულებული სულთმოფენობის შემდეგ, ეს დღესასწაული არა მხოლოდ წარსული მოვლენების გახსენებაა, არამედ ეკლესიაში საღვთო სულის განუწყვეტელი მყოფობის ნიშანს წარმოადგენს.

























